შვედეთში სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა, რომელშიც Porsche-ს ორი სატესტო პროტოტიპი იყო.
თვითმხილველები ამბობენ, რომ მისაბმელი ორი სპორტქარით ძლიერი ქარის გამო გადაბრუნდა, ორივე ავტომობილი ისე დაზიანდა, რომ აღდგენას აღარ წექვემდებარება. ერთი მათგანი მომავალი თაობის Porsche 911 გახლდათ. ავარიაში არავინ არ დაშავებულა.
ავარია ”პორშეს” საცდელ პოლიგონთან ახლოს მოხდა, შემთხვევის ადგილზე მოძრაობა რამდენიმე საათით გადაიკეტა.