LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოპენჰაგენი საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ ქალაქად დაასახელეს

283

მსოფლიოში ყველაზე კომფორტული ქალაქების რეიტინგი უძრავი ქონების სააგენტო Savills-მა ჟურნალისტების დახმარებით შეადგინა. შერჩევის მთავარი კრიტერიუმები კი გარემოს დაბინძურების დონე, დანაშაულის მაჩვენებელი, სამსახურამდე გასავლელი გზები და რა თქმა უნდა, ჯანდაცვა იყო. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს საკითხები ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა შეისწავლეს და ექსპერტებს რეიტინგის შედგენაში ძალიან დაეხმარნენ.

აღსანიშნავია, რომ კომფორტულ ქალაქთა შემდეგ პოზიციებს ბერლინი, ჰელსინკი, სინგაპური, ვენა, ტოკიო, ოსლო, მელბურნი და ტორონტო იკავებენ.

სპეციალისტთა აზრით, კოპენჰაგენის გამარჯვებაზე იმანაც იმოქმედა, რომ მოსახლეობის 45% ველოსიპედისტია და გადასაადგილებლად ტრანსპორტის ყველაზე ეკოლოგიურ საშუალებას იყენებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები