LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლევანდელი ივლისი ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იყო

116
1690488963_iyul-stal-samym-zharkim-mesyacem-za-vsyu-istoriyu-chelovechestva

2023 წლის ივლისი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე გახდა. ეს ლაიპციგელმა მეცნიერებმა დაადგინეს. როგორც კლიმატოლოგების ანალიზმა აჩვენა, საშუალო გლობალურმა ტემპერატურამ 1.5 გრადუსით გადააჭარბა ინდუსტრიამდელ დონეს.

აი ამ თვის რამდენიმე ციფრი: 52,9°C ჩინეთში, 48.2°C სარდინიაზე, 39.6°C ღამით ალჟირში, ფლორიდაში ზღვის ტემპერატურა კი 37,2°C-მდე ავიდა.

იანვრიდან მოყოლებული საშუალო გლობალური ტემპერატურა ყოველ თვე უფრო მაღალი იყო. ივლისში კი პიკს მიაღწია, ეს ახალი ისტორიული რეკორდია.

სიცხის წინა რეკორდი 2019 წლის ივლისში დაფიქსირდა.

ასეთი ცვლილებების მიზეზი – წიაღისეულის წვა და ადამიანის სხვა საქმიანობებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები