ნიდერლანდურმა კომპანია PAL-V, რომელიც 2001 წლიდან მფრინავი ავტომობილების შემუშავებაზე მუშაობს, პირველ სერიულ მოდელზე შეკვეთების მიღება დაიწყო. ავტომობილი Liberty სასტარტო სპეც-ვერსიიით Pioneer Edition 499 000 ევრო ღირს. დღეისათვის წინასწარი შეკვეთის ღირებულება 25 000 ევროა და იმ შემთხვევაში თუკი კლიენტი გადაიფიქრებს, თანხა უკან არ დაუბრუნდება.
ფირმა გეგმავს 90 ეკზემპლარის რეალიზაცია მოახდინოს, შემდეგ კი გაყიდვაში უფრო ხელმისაწვდომი მოდელი Liberty Sport ჩაეშვება, რომლის ღირებულებაც 299 000 ევროა.
მფრინავი ავტომობილის ავტორები ამბობენ, რომ ასაფრენად ათი წუთია საკმარისი. საშუალო წვა ას კილომეტრზე 7,6 ლიტრს შეადგენს. ჰაერში აერომობილს 180 კილომეტრ საათის განვითარება შეუძლია. ძრავი 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაქსიმალური სიმღალე კი 3500 მეტრია, ფრენის მანძილი 500 კილომეტრს არ აღემატება. Liberty ჩვეულებრივ ბენზინზე მუშაობს. პირველი მყიდველები აერომობილს 2018 წელს მიიღებენ.
https://www.youtube.com/watch?v=d_eAgJuEqfY