LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცაგარეიშვილი: მე მაინც ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერავინ ულიდერებს, ეს სააკაშვილის ჯვარია

182
გია ცაგარეიშვილი

მე მაინც ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერავინ ულიდერებს, ეს სააკაშვილის ჯვარია, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ვაშაძის პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანდა არა როგორც ბლოკში ან კოალიციაში, არამედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უბრალოდ, შეიწოვა პარტიის ძველი წევრები. უკან ბრუნდებიან ზეშეცდომილები და პატიმარ სააკაშვილის და მთავარი სპონსორის, კეზერაშვილის ნებართვით ვაშაძეს თავისი როლი დაეკისრა. არ ვიცი, რიგით მერამდენე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია ამ პარტიის. ხუთი კანდიდატი უკვე გაამჟღავნეს ბოლო ერთ თვეში.

მე მაინც ვფიქრობ, როგორც დაბერდნენ პოლიტიკურად სააკაშვილის ჩრდილში, ასე იქნებიან, სანამ ეს ადამიანი იქნება. რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერავინ ვერ ულიდერებს, ეს არის სააკაშვილის ჯვარი და როგორც ჩანს, ამ ჯვარს ბოლომდე გაიტანს. იქ იქნებიან ყველა, ჭიაბერაშვილები, ვაშაძეები, ყოფილები, დავიწყებულები და ა.შ. მოკლედ, ნავსაყუდელი, სადღაც „ვივამედის“ გარშემო იქნება“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები