ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას კოვიდის ახალი ტალღის შესახებ აფრთხილებს.
როგორც ფხაკაძე წერს, კოვიდის ახალი ტალღა საქართველოშია.
ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ კორონავირუსი საკმაოდ გრძელვადიან პრობლემებს ტოვებს.
„კოვიდის ახალი ტალღა საქართველოშია❗️
კოვიდის ახალი ვარიანტი გარედან ჩანს „ნაკლებად საშიში“ და ძირითადად რთულდება 70 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში მაგრამ…. პოსტ კოვიდი (ბოლო კვლევა გამოქვეყნდა წინა კვირას) კი ერჩის ყველას, დიახ ყველას❗️
დეტალები წაიკითხეთ ბმულში და კითხვა თუ გეზარებათ სურათიც საკმაოდ ნათლად აჩვენებს, თუ რა გრძელვადიან პრობლემებს ტოვებს კოვიდი,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.
Learn more about the benefits of selling to mobile home buyers at https://www.mobile-home-buyers.com/utah/.