LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისმის ბრალდება, თითქოს ტურიზმის სტატისტიკაში მიგრანტებსაც აღვრიცხავთ, ეს არის ტყუილი და არაკომპეტენტურობა“ – მარიამ ქვრივიშვილი

123
ქვრივიშვილი (5)

ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ვუმასპინძლეთ 2,9 მლნ-ზე მეტ მოგზაურს, ეს სტატისტიკა ეფუძნება 2,9 მლნ ადამიანის გასვლას ქვეყნიდან, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა გაჟღერებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ტურიზმის სტატისტიკაში მიგრანტებიც აღირიცხებიან.

ქვრივიშვილის თქმით, საქართველო, სხვა ყველა განვითარებული ქვეყნის მსგავსად, ტურიზმის სტატისტიკის დათვლისას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიას ეფუძნება.

„ისმის ბრალდება, თითქოს ტურიზმის სტატისტიკაში მიგრანტებსაც აღვრიცხავთ. ეს არის ტყუილი და არაკომპეტენტურობა. საქართველო, სხვა ყველა განვითარებული ქვეყნის მსგავსად, ტურიზმის სტატისტიკის დათვლისას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიას ეფუძნება – ხდება მხოლოდ ქვეყნიდან გასული ვიზიტორების აღრიცხვა. ამდენად, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ვუმასპინძლეთ 2,9 მლნ-ზე მეტ მოგზაურს, ეს სტატისტიკა ეფუძნება 2,9 მლნ ადამიანის გასვლას ქვეყნიდან“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მეთოდოლოგია მხოლოდ დასრულებულ ვიზიტებს გულისხმობს:

„ამდენად, ტურიზმის სტატისტიკაში დამატებით სხვა შეფასებების რესურსი და სივრცე არ არსებობს“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.