ზურაბ ჭიაბერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივნად დაინიშნა. ამის შესახებ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ჭიაბერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარტიის ძალისხმევა მომდევნო თვეებში 3 ძირითადი მიმართულებით გაგრძელდება:
„დავთანხმდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებას, ვიყო პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი.
საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევა ფოკუსირებულია და მომდევნო თვეებში გაგრძელდება 3 ძირითადი მიმართულებით:
– საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება;
– პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება;
– უკრაინისადმი სოლიდარობა და უკრაინასთან საგარეო-პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება.
ძალა ერთობაშია. საქართველო გაიმარჯვებს“, – წერს ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.
დავთანხმდი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეთავაზებას, ვიყო პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი.
საქართველოს…
Posted by Zurab Tchiaberashvili on პარასკევი, 28 ივლისი, 2023
ხაბეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერთა თანავარსკვლავედია
ხუხაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში” „ტიტანიკს” აშენებენ და მასზე უნდათ ყველას აყვანა
ხაბეიშვილი: ჩვენი მთავარი დაპირება ის არის, რომ 400 ათასამდე პენსიონერს საპენსიო სესხი გაუნულდება