პიანისტისა და ტელეწამყვანის, თათია შარანგიას დამ, მარიამ შარანგიამ ციფრულ ტექნოლოგიებში განსაკუთრებული ნიჭისთვის დიდი ბრიტანეთის Global Talent Visa მიიღო.
საკუთარი დის წარმატების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აზიარებს თათია შარანგია და მას ემოციურ სიტყვებს უძღვნის:
ჩემი მარიამი! აი ასეთი ადამიანები ქმნიან მომავალს! და დიახ – ჩემი დაა“, – წერს თათია შარანგია
მარიამ შარანგია კომპანია Meta-ში პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. რაც შეეხება Global Talent Visa-ს, ის დიდი ბრიტანეთის ახალი პროგრამაა, რომელიც ქვეყანაში განსაკუთრებული ტალანტის მოზიდვას ისახავს მიზნად.