LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტონიუ გუტერეში: „შემოწირულობა” მარცვლეულის შეთანხმების დასრულების უარყოფით გავლენებს ვერ გამოასწორებს

117
ანტონიო გუტერეში

„შემოწირულობა” მარცვლეულის შეთანხმების დასრულების უარყოფით გავლენებს ვერ გამოასწორებს, – აღნიშნულის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

„მილიონობით და მილიონობით ტონა მარცვლეულის ბაზრიდან გატანისას, ცხადია, რომ ეკონომიკური ზარალის საფუძველზე, ეს გამოიწვევს უფრო მაღალ ფასებს, ვიდრე ის, რაც იქნება უკრაინული მარცვლეულის ნორმალური წვდომით საერთაშორისო ბაზარზე. ფასების ამ ზრდის გადახდა მოუწევს ყველას ყველგან, და კერძოდ, განვითარებად ქვეყნებს და საშუალო შემოსავლის მქონე და თუნდაც განვითარებული ქვეყნების სოციალურად დაუცველ ხალხს“, – აღნიშნა გუტერეშმა.

გუტერეში ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი მზად არის, აფრიკის ყველაზე ღარიბ ქვეყნებს უახლოეს სამ-ოთხ თვეში მარცვლეული უსასყიდლოდ გაუგზავნოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები