Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ტყის მოვლა-პატრონობა, ცხოვლების მოშენება, ტურიზმის განვითარება“ – „ხალხის ძალის“ პასუხი რეფორმების ჯგუფის წევრებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტყის მოვლა-პატრონობა, ცხოვლების მოშენება, ტურიზმის განვითარება“ – „ხალხის ძალის“ პასუხი რეფორმების ჯგუფის წევრებს

160
1654595670-ეკა-სეფაშვილი-1

„მიწის გადაცემაზე არ არის აქ საუბარი, საუბარია სამონადირეო მეურნეობის მოწყობაზე, რაც  გულისხმობს იმას, რომ ბიზნესმენმა უნდა დახარჯოს გარკვეული თანხა და განახორციელოს ინვესტიცია.  გულისხმობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას და ასევე ტყის მოვლა-პატრონობას. ცხოველების მოშენებას ნადირობისათვის და შესაბამისი სერვისების შეთავაზებას  მომხმარებლებისათვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ამ რეგიონში ტურიზმის განვითარებას“ – ასე გამოეხმაურა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში ხალხის ძალის ერთ-ერთი ლიდერი, ეკა სეფაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ხელისუფლებამ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს 49 წლის ვადით, 11 ლარად რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე 104 712 ჰექტარი.მიწა გადასცა.

აქ არაა საუბარი გასხვისებაზე.. ვფიქრობთ, რომ სალიცენზიო პირობები უზრუნველყოფს იმას, რომ დავიცვათ ტყე – რას ამბობს გარემოს დაცვის მინისტრი რაჭის ტყეების 49 წლით გადაცემის საქმეზე

უმრავლესობის წევრი გადაცემაში „დღის თემა“  ამბობს, რომ აჟიოტაჟი ხელოვნურად არის გამოწვეული.

„აჟიოტაჟი რომ 49 წლით გადაეცა ვინმეს მიწა ხელოვნურად არის შექმნილი. ისეთი აურაა ამ ყველაფრის გარშემო და ისეთი ვითარება თითქოსდა ჩადენილია რაიმე სახელმწიფო დონის დანაშაული. არადა ეს ხმარდება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და საქართველოს ბუნების დაცვას“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

[related_news id=”742326″ align=”left”]შეგახსენებთ, ოპოზიციონერი დეპუტატების ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს 49 წლის ვადით, მხოლოდ 11 ლარად გადასცა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე მიწა, რომლის მასშტაბი 104 712 ჰექტარია.

„ეს არის საქართველოს ტერიტორიის 4,1%. ეს ტერიტორიები გადაეცა ხიდაშელს, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოს მოქალაქეები, როგორც დავით გარეჯის კონფლიქტის ინიციატორს და შემოქმედს. ასევე, არასანდო პარტნიორს იმიტომ, რომ მან ახტალაში იყიდა ინვესტიციების განხორციელების მიზნით სასტუმრო და ეს ვალდებულებები არ შეუსრულებია“ – განაცხადეს რეფორმების ჯგუფის წევრებმა.

მათივე შეფასებით, ამ ტერიტორიების გადაცემისას არ მომხდარა უსაფრთხოების თვალსაზრისით საკითხის შესწავლა და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება. დეპუტატებმა ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილეს მას შემდეგ, რაც “მთის ამბებმა” ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა.

სამინისტრო დავით ხიდაშელისთვის 104 712 ჰა ტყის გადაცემაზე დოკუმენტებს ასაიდუმლოებს – მწვანე ალტერნატივა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები