მომღერალი ნინო ბაშარული სოციალურ ქსელში საკუთარი პაპის შესახებ ემოციურ სტატუსს ავრცელებს.
ნინო ბაშარული იხსენებს ამბავს, რომელიც თუშეთში მოგზაურობის დროს გადახდა თავს:
„პაპაჩემზე და ზოგადად, წინაპრის მნიშვნელობაზე მინდა მოგიყვეთ, რაც თუშეთში მოგზაურობის კულმინაციური ეპიზოდი იყო.
გზად, ომალოში, ოჯახურ სასტუმროში შევჩერდით, ხის ჩრდილში შევისვენეთ. დიდი სიხარულით დაგვხვდნენ მასპინძლებიც და სტუმრებიც. ყველა ემოცია ავკრიფე, არც ერთი გამომრჩა, რადგან გულწრფელ ემოციებზე მონადირე გავხდი.
უცებ, ჩემ წინ მჯდომი მზესავით გოგო, საუბარს იწყებს პაპაჩემზე, ლადოზე, რომ მისი ბებია დღემდე სიყვარულით იხსენებს ხოლმე პაპას, მისი ნათესავების მიმართ სიყვარულს, რომ პაპა ცილინდრით და ყავარჯნით ხელში სტუმრობდა ხოლმე მათ და ა.შ.
ამ სიტყვებმა იმდენად ამაფორიაქა, რომ ცრემლები ვერ შევიკავე. რაც ასაკში შევაბიჯებ, ძალიან სენსიტიური ვხდები და მიხარია. რაც არ მიფრქვევია, ის უნდა ვაფრქვიო. პატარა ბავშვივით ვტიროდი მე და ტიროდა ჩემი ახლად გაცნობილი ნათესავიც. ისეთი გულით ვაღვარღვარეთ ცრემლი, რომ ვიგრძენი, პაპაჩემი ცხონდა.
წარმომიდგა თვალწინ ჩემი ულამაზესი პაპა. წარმოშობით ოსი, დილაუთენია, თვალს გაახელდა თუ არა, ილოცებოდა ოსურად: „ხვცავ ბახუსქენ“. ძარღვიანი ენა აქვთ ოსებს, მაგრამ პაპას ოსური განსაკუთრებით მითიურად ჟღერდა.
მე მივხვდი, რა არის სულის უკვდავება. ეს არის სიყვარულში ცხოვრება დედამიწაზე, ისე, რომ შენს სახელს შენი გასვლის შემდეგაც იხსენიებენ, ეფერებიან.
მე მივხვდი, რა არის მთავარი ბედნიერება. ეს არის სიხარული, როდესაც შთამომავლობას, თავისი წინაპრების სახელი ჩაგსმის სისხლში და სულში, და ისინი შენში თვითდაუნებურად აფესვიანებენ სამყაროს და სიყვარულის კანონებს.
მე ძალიან ძლიერი ჩამოვედი თუშეთიდან, მეგობრებო…რადგან ის ჯაჭვი, რომელიც მქონდა ჩემს წინაპრებთან გაბმული, მე კიდევ უფრო გამიმყარდა.
ახლა ათასი ნინო ბაშარული ვარ!
მადლობა უფალს, რომ იმ დღეს შენთან შემახვედრა, ნატა“, – წერს ნინო ბაშარული სოციალურ ქსელში.
პაპაჩემზე და ზოგადად, წინაპრის მნიშვნელობაზე მინდა მოგიყვეთ, რაც თუშეთში მოგზაურობის კულმინაციური ეპიზოდი იყო.
გზად,…
Posted by Nino Basharuli on ოთხშაბათი, 26 ივლისი, 2023