LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

117
ukr

აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

სამხედრო დახმარების ხსენებული პაკეტი უკრაინას Presidential Drawdown Authority მექანიზმის ფარგლებში გადაეცემა, რაც იარაღისა და აღჭურვილობის უშუალოდ ამერიკული არმიის საწყობებიდან გადაცემას გულისხმობს.

პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას Patriot და NASAMS სისტემებისთვის და HIMARS კომპლექსებისთვის; Stinger საზენიტო სისტემებს; ტანკსაწინააღმდეგო Javelin სისტემებს; 32 Stryker ჯავშანტრასპორტიორს; 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს; ასევე 120 მმ და 60 მმ ნაღმმტყორცნ ჭურვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები