90-იანი წლების სუპერმოდელი კლაუდია შიფერი იმ ვარსკვლავთა შორისაა, ვისაც ბუნებრივი სილამაზის შესანარჩუნებლად ბევრი ძალისხმევა არ დასჭირვებია. 52 წლის ვარსკვლავი პაპარაცებმა ამჯერად საბერძნეთში გადაიღეს, სადაც მოდელი შვებულებას ატარებს. 52 წლის მოდელი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა საზაფხულო, ყვავილებით დაპრინტულ კაბაში. მას თმა გაშლილი ჰქონდა და მზისგან თავს სათვალით იცავდა.
საბერძნეთში კლაუდია მეუღლესთან, მეთიუ ვონთან ერთად იმყოფება, რომელზეც მოდელი 2002 წელს დაქორწინდა. წყვილს სამი შვილი ჰყავს.
52 წლის უბერებელი კლაუდია შიფერი „დოლჩე და გაბანას“ ალისფერ კაბაში
მარადიული სილამაზე – 52 წლის კლაუდია შიფერის იშვიათი გამოჩენა