მართალია მოდელის პრეზენტაცია ჯერ არ ყოფლა, მაგრამ შეძლებულ კლიენტებს ეს არ აღელვებთ და მზად არიან თანხა იმაში გადაიხადონ, რაც თვალით არ უნახავთ. Lamborghini-მ თავის პირველ ქროსოვერზე შეკვეთების მიღება დაიწყო, ავტომობილი ბაზარზე ერთი წლის შემდეგ გამოჩნდება.
სერიული Lamborghini Urus გაყიდვაში 2018 წლის გაზაფხულზე გამოვა და 180 000 ევრო ეღირება. მყიდველთა მხრიდან დაინტერესება დიდია, თუმცარამდენი წინასწარი შეკვეთაა გაფორმებული, ჯერჯერობით უცნობია.
Lamborghini Urus წინასწარი ინფორმაციით MQB პლატფორმაზეა აწყობილი, რომელიც ასევე Bentley Bentayga-სა და Audi Q7-ის შემთხვევაში გამოიყენება. სიახლის ”გული” ოთხლიტრიანი ტურბირებული ძრავი ექნება, რომელიც 600 ცხენის ძალას განავითარებს. ”ლამბოს” მთავარი კონკურენტია Bentley Bentayga, რომელიც უფრო ძვირი – 220 000 ევრო ღირს.