LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლიბერთის“ ბიზნეს დიალოგი – გაზარდე შენი ბიზნესი

416
lib (5)

ლიბერთი „გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონის აგრო და  ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

„ბიზნეს დიალოგის“  სპიკერებმა, ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს  (RDA) და სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“წარმომადგენლებმა, სამეგრელოს რეგიონში დასაქმებულ აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს  გააცნეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის დღეისათვის არსებული ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.

ბიზნეს დიალოგის არსებულ ფორმატს სიახლე დაემატა, ლიბერთის ხელშეწყობით, აგრო სექტორში დასაქმებულმა მცირე მეწარმეებმა, სპეციალურად შექმნილ საგამოფენო სივრცეში, საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს და რეგიონში არსებული  პოტენციალი გააცნეს  ბიზნეს პარტნიორებს.

ლიბერთი „ბიზნეს დიალოგის“ შეხვედრებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გააგრძელებს.

„ლიბერთის  ინიციატივა ბიზნეს დიალოგი – გაზარდე შენი ბიზნესი, წარმოადგენს  რეგიონალური შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონში ვატარებთ შეხვედრებს აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების მიზანია, რეგიონებში უშუალო კავშირი როგორც ამჟამად  არსებულ, ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი, კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მეწარმეებთან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და შევისწავლოთ აგრო და ბიზნეს კომპანიების საჭიროებები და სურვილები. ასევე გავაცნოთ ლიბერთის შესაძლებლობები და ჩვენს  პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი  სამომავლო პროექტები.  ვიმედოვნებთ,  მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის ნაყოფიერი იქნება და იდეების ურთიერთგაზიარება, შესაბამისად ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და  მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს“ – ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.  

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად თანამშრომლობს ლიბერთისთან და ბანკთან ერთად, როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსების, ასევე, საკრედიტო-საგარანტიო სქემის გამოყენებით არაერთი პროექტი განგვიხორციელებია.  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ ღონისძიებებში მონაწილეობა, სადაც დიალოგის ფორმატით,  მცირე და საშუალო ბიზნესს, საბანკო შეთავაზებების პარალელურად ეფექტურად მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამების შესახებ“, – ლაშა ბოსტაშვილი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზემეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები