კანადურმა ორგანიზაცია Kelley Blue Book (KBB), რომელიც სატრანსპორტო საშუალებების შეფასებითა და საავტომობილო ბაზრის ანალიზით არის დაკავებული, ის ბრენდები დაასახელა, რომლის ავტომობილების შეძენაც ყველაზე მომგებიანია.
Kelley Blue Book ყოველწლიურად ყველაზე გაუფასურებადი ბრენდების რეიტინგს ადგენს, რა დროსაც პირველი ხუთი წლის განმავლობაში ავტომობილის ღირებულების კლების გათვალისწინება ხდება.
წელს პრესტიჟული ჯილდო Best Resale Value Brand 2017 მიიღო Toyota-მ, ხოლო ლუქსის კლასის ავტომობილების სეგმენტში გამარჯვება Porsche-ს ერგო. საინტერესოა, რომ ფერდინანდ პორშეს მიერ დაარსებულმა კომპანიამ KBB-ს ჯილდო პირველად მიიღო.
Kelley Blue Book-ში ასევე 2017 წელს შეძენისთვის ყველაზე მომგებიანი ავტომობილებიც დაასახელა:
- სუბკომპაქტური ავტომობილი – Honda Fit
- კომპაქტური ავტომობილი – Subaru Impreza
- სპორტული მცირელიტრაჟიანი – Subaru WRX
- საშუალო ზომის ავტომობილი – Subaru Legacy
- სრულზომიანი ავტომობილი – Nissan Maxima
- დაწყებითი დონის ლუქსის კლასი – Lexus GS
- პრემიუმ კლასი – Porsche Panamera
- სპორტული ავტომობილი – Porsche 718 Cayman
- ელექტრომობილები – Chevrolet Bolt EV
- ქროსოვერები – Honda HR-V
- ყველგანმავლები – Jeep Wrangler
- მაღალი წარმადობის მქონე ავტომობილი – Ford Mustang Shelby
- საშუალო ზომის ქროსოვერი – Toyota 4Runner
- სრულზომიანი ყველგანმავალი – Chevrolet Suburban
- ლუქსის კლასის კომპაქტური ქროსოვერი – Porsche Macan
- ლუქსის კლასის საშუალო ზომის ავტომობილი – Lexus RX
- საშუალო ზომის პიკაპი – Toyota Tacoma
- სრული ზომის პიკაპი – Chevrolet Silverado HD
- მინივენი – Toyota Sienna
KBB-ს მონაცემებით 2017 წლის სამოდელო რიგის ავტომობილები ხუთი წლის შემდეგ სამჯერ გაუფასურდებიან და საწყისი ღირებულებიდან მხოლოდ 32,9%-ს შეინარჩუნებენ.