ია ფარულავა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს. მსახიობი კიდევ ერთხელ განმარტავს ტარიელ სუართან დაშორების მიზეზს და საზოგადოებას მიმართავს:
“იმის გამო, რომ მე და ტარიელი დავშორდით ერთმანეთს, მის მიმართ ხორციელდება სერიოზული ბულინგი თუ როგორ “მიატოვე ია და ა.შ. დაანებეთ ტარიელს თავი, ის არაფერ შუაში არ არის, ტარიელი ძალიან ღირსეული ბიჭი და ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ ვაგრძელებთ მეგობრობას. ჩვენი დაშორების მიზეზი ვარ მე და არა ტარიელი, იმიტომ, რომ 10 წლიანი პატიოსანი ცხოვრების შემდეგ მე მას ვუღალატე, სხვა დეტალებს ბოდიში, მაგრამ ვერანაირად ვერ გაგიმხელთ”, – ამბობს ია ფარულავა.
შეგახსენებთ, გიტარისტი ტარიელ სუარი და მსახიობი ია ფარულავა დაშორდნენ. ამის შესახებ საზოგადოებას ტარიელ სუარმა სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა. დაშორების მიზეზი აქამდე უცნობი იყო, თუმცა ტარიელ სუარის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან გაირკვა, ია ფარულავამ მას უღალატა.
ტარიელ სუარი: ცოლი მოვიყვანე !
“10-წლიანი ერთგულების მერე, მე მას ვუღალატე“ – რას წერს ტარიელ სუარი ია ფარულავას აღიარებაზე