ისნის, მთაწმინდის, ნაძალადევის, ვაკის, საბურთალოს და სამგორის რაიონების მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ელექტრომომარაგების შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებაა.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცაბაძის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვირსალაძის, 9 აპრილის, ასათიანის, ინგოროყვას, კრავეიშვილის, კოტეტიშვილის და ჩიტაძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარამიძის, ბუაჩიძის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის, მუხაძის, აბაშიძის, ბერძენიშვილის, ტაბიძის, რაზმაძის, ცხვედაძის და ახმეტელის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის, მუხაძის და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ჯანაშვილის, ნაფარეულის, ქუთათელაძის, შროშის, ქობულეთის, ერისთავის და კეკელიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, საბურთალოს, პოლიტკოვსკაიას, ქავთარაძის, სანდრო ეულის, ანჯაფარიძის, იოსელიანის, დანელიას, წმინდა მოწამე ვასილისკოს, კამანის, ინტენსიფიკაციის, ნადარეიშვილის, დელისის და გაზაფხულის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და იუმაშევის ქუჩის მოსახლეობას.