LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ხვალ უკვე ჰიტი იქნება“ – პაატა გულიაშვილმა ახალ სიმღერაზე კლიპი გადაიღო

4398
პაატა

მსახიობმა პაატა გულიაშვილმა „რუსთავი 2-ის“ იუმორისტულ ჯგუფთან ერთად ახალ სიმღერაზე ვიდეორგოლი გადაიღო.

ახალი ნამუშევარი მსახიობმა საკუთარ გადაცემაში – „პაატა გულიაშვილის შოუში“ წარადგინა.

სიმღერის სახელწოდებაა „მომეფერე, იცი როგორ მჭირდები“.

კლიპი ზღვისპირა ქალაქშია გადაღებული. სიუჟეტი იუმორისტულია – მთავარი გმირი ცდილობს კონკრეტული ქალის გული მოიგოს და მის მოსახიბლად სხვადასხვა ხერხს მიმართავს – ხან პლიაჟზე სიმინდს ყიდის, ხან ტაქსის მძღოლია, ხან სასტუმროს მომსახურე პერსონალი, ხანაც მეზღვაური.

ვიდეორგოლს სოციალურ ქსელში უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს:

„ძალიან კარგია. ხვალ უკვე მაგარი ჰიტი იქნება“..

„უნიჭიერესი და მაგარი ადამიანი“ – წერენ კომენტარებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები