ჯონი დეპმა საზოგადოებას წარუდგინა ახალი ავტოპორტრეტი, რომელიც ემბერ ჰერდთან სასამართლო დავის დროს შეიქმნა. როგორც მსახიობი ამბობს, ეს პორტრეტი კარგად აღწერს იმ მძიმე სულიერ მდგომარეობას, რომელშიც ის ამ დროს იმყოფებოდა. დეპის თქმით, ის მთლიანად იყო გამოფიტული და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეძლო ძალების აღდგენა.
„ასე გამანადგურა ემბერ ჰერდმა“ – ასეთი სახელი უწოდეს სოციალური ქსელის გამომწერებმა ახალ ნახატს.
მედიაში წერენ, რომ დეპის ეს ავტოპორტრეტი ძალიან ჰგავს მსახიობის ცნობილ სარეკლამო კამპანიას, რომელიც „დიორის“ მოდის სახლმა, 2015 წელს გადაიღო.
იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა – რაში დახარჯავს ჯონი დეპი ემბერ ჰერდისგან მიღებულ 1 მილიონ დოლარს