საქართველოში გვიან ღამით ორი მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა 02:38 საათზე დაფიქსირდა. მისმა სიმძლავრემ 3,2 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები დედოფლისწყაროს სამხრეთ-დასავლეთით სოფელ გამარჯვებასთან დაფიქსირდა.
რაც შეეხება მეორე მიწისძვრას, ბიძგები ქალაქი დმანისიდან ჩრდილო-დასავლეთით სოფელ მამიშლართან 04:54 საათზე დაფიქსირდა. მისმა სიმძლავრემ კი 3,1 მაგნიტუდა შეადგინა.