უკვე თითქმის დადასტურებულია, რომ ვიქტორია ბექჰემი საბოლოოდ დათანხმდა წინადადებას, შეუერთდეს ლეგენდარულ ჯგუფს Spice Girls და მასთან ერთად გლასტონბერის მუსიკალურ ფესტივალზე გამოვიდეს. ამ დრომდეც მუსიკოსი და დიზაინერი უარს აცხადებდა კოლაბორაციაზე.
49 წლის ვარსკვლავი უკვე შეხვდა ემა ბანტონს, ჯერი ჰოლიველს, მელანი ბრაუნსა და მელ სის და მათ გადაწყვეტილების შესახებ ამცნო. აქვე ცნობილია, რომ ბექჰემი Spice Girls-თან ერთად მხოლოდ გლასტონბერის ფესტივალზე გამოჩნდება, ხოლო მსოფლიო ტურნეში მონაწილეობას არ მიიღებს.
გუშინ ვიქტორია ოჯახთან ერთად „ინტერ მაიამის“ რიგებში ლეო მესის წარდგენას დაესწრო. დღეს კი სოციალურ ქსელებში ფიტნეს-დარბაზიდან ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის ფანტასტიკურ ფორმაშია.