LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივნისში რუსეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 44%-ით შემცირდა – სულ რა თანხა გადმოირიცხა ქვეყანაში

138
close-up roll of dollars on money background

2023 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 353.2 მლნ აშშ დოლარი (924.5 მლნ ლარი) შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უწყების ცნობით, წინა წელთან შედარებით გზავნილების მოცულობა 17.4%-ით არის შემცირებული. რუსეთის ფედერაციიდან გზავნილებმა 44%-ით იკლო, ხოლო სხვა ქვეყნებიდან ფულადი ნაკადების მოცულობა გაზრდილია.

ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების სტატისტიკა ასეთია:

1) რუსეთის ფედერაცია – 129 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -44%
2) იტალია – 43 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 21%
3) აშშ – 39 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 40%
4) საბერძნეთი – 20 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 8%
5) გერმანია – 20 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 45%
6) ისრაელი – 19 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 15%
7) ყაზახეთი – 17 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -1%
8) თურქეთი – 11 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 26%
9) ესპანეთი – 5.2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 8%
10) საფრანგეთი – 4.8 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 28%

ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, 2023 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 75.5 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.5%-ით ნაკლებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები