LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსთავი 2“-ს სასამართლო დავა სამივე ინსტანციის სასამართლოში ჟურნალისტმა თენგიზ გოგოტიშვილმაც მოუგო

142
თენგო გოგოტიშვილი

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სასამართლო დავა სამივე ინსტანციის სასამართლოში „პოსტფაქტუმის“ ჟურნალისტმა თენგიზ გოგოტიშვილმაც მოუგო.

მის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ იცავდა.

„რუსთავი 2“-ს თენგიზ გოგოტიშვილისთვის კუთვნილი ხელფასისა და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დაეკისრა.

ადვოკატის ცნობით, სასამართლომ გიორგი გაბუნიას „რუსთავი 2“-იდან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და ტელეკომპანიას კომპენსაციის გადახდა დააკისრა

ადვოკატის შეფასებით, აღნიშნულით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „რუსთავი 2“-ის ახალმა ხელმძღვანელობამ ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის წინააღმდეგ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიას სამივე ინსტანციის დავა მოიგო ჟურნალისტმა და წამყვანმა პაატა იაკობაშვილმაც.

პაატა იაკობაშვილმა და თენგო გოგოტიშვილმა „რუსთავი 2“ 2019 წელს მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს.

ფოტო: „მთავარი არხი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები