Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„თუ ბავშვი უცნაურად იწყებს სექსუალურ თემებზე საუბარს, არ მოუყრუოთ, ის შეიძლება, საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობდეს“ – ბაია პატარაია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ბავშვი უცნაურად იწყებს სექსუალურ თემებზე საუბარს, არ მოუყრუოთ, ის შეიძლება, საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობდეს“ – ბაია პატარაია

163
ფორტუნა - 2023-07-14T115021.753

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ბაია პატარაია ბათუმში, მამის მიერ 13 წლის შვილის სავარაუდო გაუპატიურების ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება და ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში სქესობრივი განათლების დანერგვის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„დღეს დააკავეს კაცი 13 წლის შვილის გაუპატიურებისთვის.. ბავშვებზე მასიურად ძალადობენ სექსუალურად და ერთხელ არ გამიგია ალტ-ინფო და სხვა ნაყარ-ნუყარი ჯგუფები ამას აპროტესტებდნენ“ – ბაია პატარაია

როგორც ბაია პატარაია აღნიშნავს, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შესახებ უამრავი მითი თუ დამახინჯებული წარმოდგენა არსებობს, სინამდვილეში კი, მისივე თქმით, სქესობრივი განათლება ბევრად კომპლექსურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

„როცა ვამბობთ სქესობრივი განათლება, ზოგს გული უსკდება, ჰგონიათ, რომ პატარა ბავშვებთან დაიწყება იმის ახსნა, რა არის სქესობრივი აქტი.

[related_news id=”898711″ align=”left”]

ბაღის ბავშვმაც უნდა იცოდეს, რომ მას აქვს სხეულზე ისეთი ადგილები, რომელთა შეხების უფლება არავის არ აქვს, თუ ეს არ არის ჰიგიენური, ან სამკურნალო მიზნით.

მეორე, ძალიან  მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ  თუ ბავშვი უცნაურად იწყებს სექსუალურ თემებზე საუბარს, არ მოუყრუოთ, ის შეიძლება, საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობდეს!

თუ რაღაცის მოყოლას ცდილობს, არ უნდა ჰქონდეს თქვენი შიში. ბავშვს არ უნდა ჰქონდეს მშობლის შიში და არ უნდა თქვას, მე თუ ამას ვიტყვი დედა ან მამა დამსჯის,“– აცხადებს ბაია პატარაია „ფორმულასთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით, პოლიციამ 40 წლამდე კაცი 12 ივლისს დააკავა.

„გაუპატიურების შესახებ მეგობარს უამბო.. მინიმალური კონტაქტი ჰქონდა დედასთან“ – რა ინფორმაცია ვრცელდება 13 წლის ბავშვთან დაკავშირებით, რომლის გაუპატიურების ბრალდებითაც მამა დააკავეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები