LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ვისურვებდით, რომ გიორგი ვაშაძე იყოს ერთ-ერთი წამყვანი ამ ბრძოლაში“ – სერგო ჩიხლაძე

153
BeFunky-collage - 2023-07-13T212227.392

„ყველაზე მეტად ხელისუფლებას აშინებს ის, რომ არ მოხდეს ძალების კონსოლიდაცია ოპოზიციურ პროდასავლურ ველზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და ეს პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო. კონსულტაციები გვაქვს პროდასავლურ პარტიებთან და ასევე საზოგადოებრივ და პოლიტიკურად აქტიურ ცალკეულ ინდივიდებთან, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ რომელიმე პარტიის წევრები” – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ.

გადაცემაში „დღის თემა“ ჩიხლაძე ამბობს, რომ პარტიები სამუშაო რეჟიმში არიან და სავარაუდოდ შემოდგომაზე იქნება უფრო მკაფიო სურათი, თუ რა ფორმით შეიძლება შევიდეს ოპოზიცია წინასაარჩევნო რბოლაში.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძის კანდიდატურაზე მსჯელობას პრემიერმინისტრის პოსტზე, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ კონსულტაციები არ ყოფილა.

„ამ საკითხზე კონსულტაციები არ ყოფილა, იმიტომ რომ ჯერ ჩვენ იმაზეც არ ვართ შეთანხმებულები რა ფორმის ალიანსი, ან რა სიღრმის თანამშრომლობა გვექნება სხვა და სხვა პარტიებთან, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან. ამიტომ ამ საკითხის გადაჭრის გარეშე მინისტრთა კაბინეტზე მსჯელობა არასერიოზული და ნაადრევია. თავისთავად ჩვენ ვისურვებდით რომ ის იყოს ერთ-ერთი წამყვანი ამ ბრძოლაში“ – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები