LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-ს ახალი სუპერქარი ხელოვნური ინტელექტით

143

Toyota-მ ლას-ვეგასის გამოფენაზე კონცეპტქარი წარმოადგინა, რომელიც მომავლის ავტომობილადაც შეიძლება ჩაითვალოს. ,,ლამაზმანი” აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით. სისტემა ამ ეტაპზე ბეტა რეჟიმში მუშაობს. პროტოტიპი ბოლომდე ავტოპილოტითაა წარმოდგენილი.

კონცეპტქარში გამოყენებული ხელოვნური ინტელექტი სისტემა სახელად Yui, უნივერსალურად Toyota-ს მიერ შეიქმნა და ავტომობილის მთლიანად მართვას ხდის შესაძლებელს. სისტემაში ასევე ჩაშენებულია ემოციების (ხმის ინტონაციისა და სახის მიმკების) ამოცნობისა და საჭესთან მჯდომი პილოტის ჯანმრთელობის მონიტორინგის ფუნქციები. მისი კონტროლი შესაძლებელია როგორც ხმოვანი ბრძანებებით, ასევე სენსორული დისფლეების მეშვეობით, რომელიც ავტომობილის სალონშია განთავსებული.

აღსანიშნია, რომ სისტემა აკონტროლებს ავტომობილის უსაფრთხოებასაც და საავარიო შემთხვევების დროს, აჩერებს მოძრაობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები