მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვლოდიმერ ზელენკსკის ვოლოდიმირ ზელენსკის ვილნიუსში ჩასვლას ეხმაურება, სადაც ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამაყობს უკრაინის პრეზიდენტით.
„როგორ მინდა, რომ მწყობრში ვიყო და პრეზიდენტის გუნდს ვეხმარებოდე. თუმცა, ის და მისი გუნდი ფანტასტიკურად მოქმედებენ და ჩემს ისედაც მაღალ მოლოდინსაც გადააჭარბეს.
ვამაყობ ასეთი პრეზიდენტით. ვამაყობ, რომ ერმაკთან ერთად ვსწავლობდი. უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ, თუ როგორ მუშაობს კულება და როგორ აანალიზებს სიტუაციას პოდოლიაკი. ეს, რეალურად, დიპლომატიის სრულიად ახალი სკოლაა, რომელიც ჩვენს თვალწინ იბადება.
ერთადერთი, რითაც მე შევეცადე, მათ დავხმარებოდი, იყო ის, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს გავუგზავნე 2008 წელს, თითოეული დელეგაციის მიერ დაშვებული შეცდომების მემორანდუმი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.