LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ჰყვებიან წყნეთში მომხდარ ტრაგედიაზე თვითმხილველები: „15 წლის ბიჭი კალათბურთელი იყო, ახტა და შეეხო სადენებს“

1022
ფორტუნა - 2023-07-11T135819.906

წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად 15 წლის ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თვითმხილველები მედიასთან საუბრობენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბიჭი სკვერში ელექტროგაყვანილობამ იმსხვერპლა. უბედური შემთხვევა სკვერში მოზარდების თამაშის დროს მოხდა.

„პარკის მშენებლობა არანაირ კავშირში არ არის იმასთან, რაც მოხდა. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო ერთი თვით ადრეც, იმიტომ, რომ სადენების გამტარუნარიანობა, ხშირი წვიმის დროს, შესუსტებული იყო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბიჭი კალათბურთელი იყო, ახტა და შეეხო სადენებს და ასეთი ტრაგედია დატრიალდა“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი სალომე კაპანაძე „რუსთავი 2“ – თან საუბარში.

„თელასის“ წყნეთის ფილიალის ხელმძღვანელის ზურაბ მელაძის განცხადებით, ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ლამპიონები ერთ მრიცხველზე იწერება.

„გარე განათება არის ცალკე, დიდი აბონენტი, რომელსაც მრიცხველი უყენია კიოსკზე, შემოსასვლელში.  რაც ამ ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ლამპიონებია, იწერება ერთ მრიცხველზე“, – განაცხადა ზურაბ მელაძემ.

წყნეთში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კალათბურთელი დათუნა ჟღენტია

„სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ახალ­გაზ­რდა კა­ლათ­ბურ­თე­ლის, და­თუ­ნა ჟღენ­ტის ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით!“

შეგახსენებთ, წყნეთში დენის დარტყმის შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა. ბიჭი სკვერთან თამაშობდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა აღნიშნა, სასწრაფოს მისვლამდე ბიჭის გადარჩენას ადგილობრივები ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

„ინფორმაცია, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, სრული სიცრუეა“ – რა განცხადებას ავრცელებს ვაკის გამგეობა წყნეთში 15 წლის მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.