LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი შესაძლოა დღეს გამოაცხადოს – პროცესს ჩოგბურთელი და ნელი დოროყაშვილი არ ესწრებიან

318
ფორტუნა - 2023-07-11T105557.408

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებულის, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მხარეები რეპლიკებს წარმოთქვამენ, შემდეგ კი, შესაძლოა, მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადოს.

პროცესს თავად ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი არ ესწრებიან.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ედავებიან. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ამავე თემაზე:

ნელი დოროყაშვილი: “ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს…მე ახლა ვიწყებ რეალურ ბრძოლას”

ჭკადუა: ჩვენ, ნიკოლოზის ადვოკატებმა მართალია მოვიგეთ ეს პროცესი შთამბეჭდავად… თუმცა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერაფერი შევძელით მისი მცირეწლოვანი შვილისთვის

„საზოგადოების ნაწილი საქმის ირგვლივ ფლობდა არასწორ ინფორმაციას“ – ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

ახალი მტკიცებულებები იკვეთება ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ – რას აცხადებენ საქმის პროკურორი და ჩოგბურთელის ადვოკატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები