LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

65 წლის მადონა კლინიკიდან გამოწერის შემდეგ პირველად გადაიღეს, არტისტი პოსტს ავრცელებს

173
page

როგორც ცნობილია, 64 წლის პოპის დედოფალი,  მადონა ორი კვირის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არტისტი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, კლინიკაში მას ინტუბაცია ჩაუტარდა. მას სერიოზული ბაქტერიული ინფექცია განუვითარდა.

64 წლის მადონა ნიუ-იორკის ქუჩებში, კლინიკაში გადაყვანამდე რამდენიმე საათით ადრე

ახლა არტისტი უკვე კარგად არის, მეტიც, ის ბევრს სეირნობს და კვლავინდებურად შესანიშნავ ფორმაშია. მადონა რამდენიმე საათის წინ ნიუ-იორკში, თავისი სახლის მახლობლად გადაიღეს.  მას „ნაიკის“ სპორტული ფეხსაცმელი და „გუჩის“ დიდი ზომის ქუდი ამშვენებდა, რომლის ღირებულებაც 750 ევროა.

მოგვიანებით არტისტმა პოსტი „ინსტაგრამზე“ გაავრცელა და მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

„ახლა გამოჯანმრთელების გზაზე ვარ და ძალიან მადლიერი ვარ ასეთი გვერდში დგომისთვის“,- წერს მადონა. – წერს არტისტი.

„პოპის დედოფალი აღდგა“, „შენ ყველაზე ძლიერი ქალი ხარ“ „სულ ასე იბრწყინე“, – წერენ კომენტარებში.

მადონას შეყვარებული საყვარელ ქალს ამხნევებს – ახალი დეტალები პოპის დედოფლის ჯანმრთელობის შესახებ

64 წლის მადონა უგონო მდგომარეობაში იპოვეს – პოპის დედოფალი საავადმყოფოშია

 

View this post on Instagram

 

A post shared by Madonna (@madonna)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები