LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვატო შაქარიშვილი: მოვუწოდებთ შსს-ს, გასცეს განკარგულება და უთხრას პროვოკაციის ავტორებს, გააუქმონ ეს სოდომ-გომორი

148
fot

მოვუწოდებთ შსს-ს, გასცეს განკარგულება და უთხრას ამ პროვოკაციის ავტორებს, გააუქმონ ეს სოდომ-გომორი ლისის ტბაზე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

როგორც შაქარიშვილმა აღნიშნა, არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები.

„თბილისი პრაიდი“: „პრაიდის ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეების ევაკუაცია განხორციელდა“

„ეს არის სახელმწოფოს წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის გარეთ კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, პროვოკაცია. ამაზე მუშაობს მთელი აგენტურული ქსელი, დაწყებული პრეზიდენტით, რომელმაც დღეს ლგბტ პრაიდის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. მინდა, მოვუწოდო ყველას, მათ შორის ხელისუფლებას, ეს ხალხი, ათიათასობით ადამიანი არის მტკიცე, ერთიანი, მშვიდობიანი. არ აპირებს უკან დახევას და პოზიცია, რომ საქართველოში ლგბტ პრაიდ ფესტივალი არ ჩატარდება, არ გადაიხედება. ჩვენ ვემორჩილებით და პატივს ვცემთ სამართალდამცავ უწყებებს, არ შევდივართ არანაირ კონფლიქტში. აქ არის ათიათასობით ადამიანი, რომელსაც წინ ვერ აღუდგება ვერავინ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შსს-ს, გასცეს განკარგულება და უთხრას ამ პროვოკაციის ავტორებს, თუ სურთ, რომ აქ უფრო მძიმე პროცესები არ ვიხილოთ, გააუქმონ ეს სოდომ-გომორი ლისის ტბაზე, თბილისელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დასასვენებელ ადგილას და წავიდნენ იქ, სადაც აქამდე ატარებდნენ, ანუ დახურულ სივრცეში.

აქ არის ათიათასობით ადამიანი და შეუძლებელია ამ ემოციების კონტროლი. ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ ვემორჩილებით სამართალდამცველთა მოთხოვნებს, პატივს ვცემთ პოლიციას, გმირ ბიჭებს, რომელთა განწყობაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ისედაც ცხადია. არ ვაყენებთ მათ გამოწვევის წინაშე, ვდგავართ მშვიდობიანად. ჩვენს უკან არის ათიათასობით ადამიანი, რასაც ვერ შეაჩერებს ვერავინ. პასუხისმგებლობა თუ ვინმეს აქვს ასაღები, ეს არის აშშ-ის ელჩი, საქართველოს პრეზიდენტი და უცხო ქვეყნების აგენტურა ჟორიკა რურუას მეთაურობით, რომელმაც დაგეგმა სახელმწიფოს წინააღმდეგ ეს პროვოკაცია. ეს არის პროვოკაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ და აქ ქართველი ხალხი დგას, არის მტკიცე, ერთიანი და არის მშვიდობიანი“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები