LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა საპატრიარქოს დამლაგებელი – ქალის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა

1712
ფორტუნა (78)

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია საპატრიარქოს დამლაგებელი. ქალის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.

რუსუდან მაისურაძე ერთადერთი თანამშრომელი იყო, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიოს სამუშაო ოთახს ასუფთავებდა.

„რუსთავი 2“ – ის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტის მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ვერსიას, თუმცა მომხდარი საეჭვოდ ემთხვევა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრიარქის მოსაყდრის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა.

საგამოძიებო უწყება დაგვიკავშირდა, თუმცა თავი შევიკავეთ, რაღაც ნიუანსები გვაქვს გასარკვევი – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოზე

საუბარია სისხლში აღმოჩენილ მძიმე მეტალებზე, მათ შორის დარიშხანზე, რომელიც მომაკვდინებელ საწამლავ საშუალებად ითვლება.

მოწამლეს თუ მოიწამლა – ახლა ეს უკვე დამოკიდებულია პატრიარქის სავარაუდო მემკვიდრის დამლაგებელი ქალის ცხედრის ექსპერტიზის პასუხზეც. პასუხი ამ კითხვაზე ასევე დამოკიდებულია იმ სამედიცინო დასკვნაზეც, რომელიც უცხოეთიდან უნდა ჩამოვიდეს. საპატრიარქო სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე თავს იკავებდა, თუმცა ეკლესიაში ახლა, ახალი საგამოძიებო მოქმედებები იწყება.

მეორე დღეა, მთელი საქართველო ელოდება ცნობას პატრიარქის მოსაყდრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ბოლო ერთი თვეა თავს უკიდურესად ცუდად გრძნობს.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე 19-108-ე მუხლით დაიწყო. განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, თუმცა მუხლი შესაძლოა გამოძიების შედეგების მიხედვით გადაკვალიფიცირდეს.

რაც შეეხება გარდაცვლილ ქალს, მისი ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ უკვე გადასვენებულია საპატრიარქოში.

ცნობისთვის, 7 ივლისს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე შიო მოწამლეს.  გუშინვე საქართველოს საპატრიარქომ მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით პირველ კომენტარი გააკეთა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე ოდნავ მეტი“, თუმცა დეკანოზის თქმით, „სხვა რაიმეს თქმა დაზუსტებით, დღეისათვის რთულია“.

მისივე თქმით, საჭიროა საკითხი შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ.

„აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა – სხვა რაიმეს თქმა დაზუსტებით, დღეისათვის რთულია“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუე შიოს სავარაუდო მოწამვლაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები