მოგზაურმა სატვირთო ხომალდით 121 ქვეყანა მოიარა. დანიელი ტოპ პედერსონი უკვე მეოთხე წელია კონტეინერმზიდი გემებით მოგზაურობს და ამ გზით მთელი მსოფლიოს მოვლას გეგმავს. ტოპს არ უყვარს ფრენა და ამიტომ გადაადგილების სხვა საშუალების მოძებნა არც კი უფიქრია. მამაკაცის განცხადებით, ტვირთმზიდით მოგზაურობა ძალიან ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, თუმცა მას ეხმარება ის ფაქტი, რომ წითელი ჯვრის კეთილი ნების ელჩია და მისი მოგზაურობის მთავარი მიზანიც სწორედ ესაა.
აღსანიშნავია, რომ დანიელი ქვეყნიდან ქვეყანაში გადასვლაში არაფერს არ იხდის და ერთადერთი შემთხვევა ახსენდება, როდესაც კაიუტისთვის 15 დოლარი გადაიხადა. სხვა დროს კი მოგზაურისთვის ერთი ცენტიც კი არ გამოურთმევიათ. აღსანიშნავია, რომ პედერსონს ერთი საინტერესო წესი აქვს, თითოეულ ქალაქში 24 საათზე მეტი ხანი არ ჩერდება.