LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვხედავდით პერსონალურ შეტევებს სიტყვით და როგორც ჩანს, ვიღაცას უნდოდა გადასულიყო საქმეზე, შოკის მომგვრელია, თუკი ასეთი რამ დადასტურდა – პაპუაშვილი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე

144
ფორტუნა - 2023-07-07T110904.048

„ჩვენ ვხედავდით, მათ შორის, მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით და როგორც ჩანს, ვიღაცას უნდოდა გადასულიყო საქმეზე”, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის ფაქტს.

მისი თქმით, ეს არის ბოლშევიკური მეთოდები, რომელიც ისტორიულად იყო გამოყენებული საქართველოში – ადამიანს ჯერ სიტყვით კლავდნენ, შემდეგ კი საქმით.

„რა თქმა უნდა, თუ დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე ფაქტი არის თუკი ასეთი მცდელობა იყო. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ არის ეჭვები და დადასტურებულად არაფერი არ არის. სამწუხარო კი არა შოკის მომგვრელია, თუკი ასეთი რამ დადასტურდა.

ჩვენ ვხედავდით, მათ შორის, მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით და როგორც ჩანს, ვიღაცას უნდოდა გადასულიყო საქმეზე. აი ეს არის ის ბოლშევიკური მეთოდები, რომელიც ისტორიულად იყო გამოყენებული საქართველოში. ჯერ სიტყვით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას და შემდეგ საქმით. მე იმედი მაქვს, რომ არ დადასტურება, რომ იყო რაიმე განზრახ ქმედება, მაგრამ მეორეს მხრივ, საკმაოდ საეჭვო გარემოებებია, რაც გვესმის”, – ამბობს შალვა პაპუაშვილი

შეკითხვაზე, თუ ვინ ესხმოდა თავს მეუფე შიოს და იყო თუ არა ეს ოპოზიცია, შალვა პაპუაშვილი ამბობს რომ დაკონკრეტებას არ აპირებს, რადგან ეს საჯაროდ ცნობილი ფაქტია.

„არ დავაკონკრეტებ იქიდან გამომდინარე, რომ საჯაროდ ცნობილი ფაქტია და ყველამ შეიძლება ნახოს ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას, პერსონალურად ვის მიჰქონდა შეტევები, მათ შორის, მეუფე შიოზე. ჩვენს ისტორიაში ეს პირველად არ ხდება… ჩვენ ადამიანები სიტყვითაც არ უნდა მოვკლათ”, – ამბობს პაპუაშვილი.

„აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა – სხვა რაიმეს თქმა დაზუსტებით, დღეისათვის რთულია“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუე შიოს სავარაუდო მოწამვლაზე

ცნობისთვის, 7 ივლისს„რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე შიო მოწამლეს.  გუშინვე საქართველოს საპატრიარქომ მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით პირველ კომენტარი გააკეთა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გუშინ განაცხადა, რომ „ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე ოდნავ მეტი“, თუმცა დეკანოზის თქმით, „სხვა რაიმეს თქმა დაზუსტებით, დღეისათვის რთულია“.

მისივე თქმით, საჭიროა საკითხი შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები