ქუთაისში, 3 ივლისს მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის, გიორგი მამისეიშვილის მამა სოციალურ ქსელში სულის შემძვრელ პოსტს აქვეყნებს:
„ჩემო ლამაზო გიო, რატომ გამიმეტე მამა, მე თუ არ შეგეცოდე, შენი დედა და ჩემი რამაზიკო რატომ არ შეიცოდე. დღე და ღამე უშენოდ ვერ ვჩერდებოდი, ისე გაგზარდეთ, სულ ფეხებში დაგდევდი მამა. რამდენი ჩუმად უკან გამოგყოლივარ, ისე, არ გაგიგია.
სულ მეშინოდა შენი, ისეთი მოუსვენარი იყავი. რამაზიკოს უფრო არ მეშინოდა. მიტო გირეკავდი სულ, რად უნდა ამდენი დარეკვაო. მთელი ღამე გირეკე, მამა, არ გამაგონე… რა მეშველება უშენოდ მამა… ჩემო შვილო, აწი, რამაზიკოს გულისთვის და შენი სულისთვის უნდა ვიცოცხლო… უშიშარი იყავი, სიკვდილისაც არ გეშინოდა. რატო ჩამოუგდე შენ რამაზიკოს მხარი. რამაზიკოს შვილი რომ შეეძინება, მერე ორი წელი წავალ საზღვარგარეთო, რატო არ დაიცადე, რატო იჩქარე, რა ქენი ეს. ასეთი ძმაკაცობა რა გქონდათ ასე ერთად რომ წახვდით ყველა…
მარა ღმერთს ასეთი ვაჟკაცები უნდა. ატირეთ მთელი გეგუთი, ყველა შოკშია. აბა, შენ იცი, მე ვერ დაგტოვე ჩემთან, ძმაკაცებთან ერთად წადი, მიხედეთ ერთმანეთს. ამის იმედი მაქვს, აქედან მე მოგხედავ. როცა წამოვალ შენთან, რაფერ დამხვდები, ვნახავ, ჩემო გიო”, – წერს კობა მამისეიშვილი სოციალურ ქსელში.
„ღიმილის ბიჭები“ – გეგუთში მომხდარ ტრაგედიას პოეტმა ლია კუპატაძემ ემოციური ლექსი მიუძღვნა