LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Acura სუპერქარ NSX-ის ყველა მყიდველს ავტომობილის აწყობის პროცესის ამსახველ ვიდეოს გადასცემს (ვიდეო)

106

Acura ახალ კამპანიას ”NSX Originals”-ს უშვებს, რომლის ფარგლებშიც სუპერქარ NSX-ის ყველა მყიდველი ავტომობილის აწყობის პროცესის ამსახველ მოკლე ვიდეოკლიპს საჩუქრად  მიიღებს. ყველა შემთხვევაში მინიფილმი განსხვავებული იქნება, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, კომპანიას კლიენტებისთვის სხვა საჩუქრებიც აქვს.

რაც შეეხება კლიპს, მასში ნაჩვენებია შვიდი უნიკალური წარმოებითი პროცესი: რობოტიზებული შედუღება, ძარის კონსტრუქციის დამზადება, ცირკონის აბაზანების მიღება, შეღებვა, ავტომობილის ხელით აწყობა და სტატიურ დინამომტერიულ სტენდზე ტესტირება.

რგოლთან ერთად Acura-ს მყიდველს NSX-ის ასლი 1:18 მასშტაბით გადაეცემა. თუმცა, ეს მხოლოდ სათამაშო არ არის. მოდელი სრულიად შეეფერება ორიგინალს როგორც ფერით, ისე შიდა გაწყობით.

Acura NSX ჰიბრიდული სრულამძრავიანი სუპერქარია, რომელიც შიდა წვის V6 ძრავითა და ორი ელექტროძრავით არის აღჭურვილი. აგრეგატების სუმარული სიმძლავრე 581 ცხენის ძალაა. ნულიდან 96 კილომეტრს სუპერქარი 2,7 წამში კრებს.

https://www.youtube.com/watch?v=2KzAeU67SXw

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები