LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვოგი“ ფეხმძიმე ნინი ნებიერიძისა და მისი სტილის შესახებ წერს (ფოტოები)

44

„როგორ მოირგო თბილისელმა გოგონამ ალტერნატიული სტილი ფეხმძიმობისას“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს „Vogue.com“ მორიგ სტატიას მოდელ ნინი ნებიერიძის შესახებ. პირველი სტატია მისი სტილის ქებას ეძღვნებოდა, რომელიც მოდის ცნობილმა გამოცემამ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა. მაშინ ნინი ამბობდა, რომ ცნობილ ბრენდებს მეორადებში ნაყიდ სამოსს უხამებდა და ასე ქმნიდა განსაკუთრებულ იმიჯს. ახლა კი „ვოგი“ დაინტერესდა, როგორია ფეხმძიმე ნინის სამოსი და რას ირგებს ყველაზე კარგად.

როგორც სტატიაში წერია, როდესაც ნინი ბოლოს თბილისში ნახეს, მისი სტილი უფრო თინეიჯერული იყო, ერთი წლის შემდეგ კი ის 8 თვის ფეხმძიმე დახვდათ. მან ვარცხნილობაც შეიცვალა, ახლა უფრო მოკლე ვარცხნილობას ატარებს და მისი გარდერობიც დაპატარავებულია – „ამ მომენტში არ ვფიქრობ იმაზე, რა მიხდება, უფრო იმაზე ვფიქრობ, რაში ჩავეტევი“, ამბობს მოდელი. როგორც ჟურნალისტი წერს, მაინც გაუჭირდა იმის დაჯერება, რომ ნინიმ რაიმე მსხვერპლი გაიღო საკუთარი გარდერობიდან, რადგან ფოტოების გადასაღებად იოჯი იამამოტოს, J.W.Anderson-ისა და მაისონ მარჯიელა ნივთები მოირგო.

ერთი რამ მაინც არის ისეთი, რაზეც ნინიმ უარი თქვა და ეს Dr.Martens-ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია – „მათ აღარ ვატარებ მას შემდეგ, რაც 7 თვის ფეხმძიმე გავხდი. ვფიქრობ, მთავარი წესი ისაა, რომ თავი კარგად იგრძნო და სახლში ადრე არ გამოიქცე იმიტომ, რომ დისკომფორტს განიცდი“.

ნინი მიიჩნევს, რომ „არ აქვს მნიშვნელობა, რამდენით მოიტამე და როგორ შეიცვალე, რადგან ფეხმძიმე ქალები მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალები არიან.“ იხილეთ ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები