LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მსესხებლების 11,8% კრედიტს ვერ იხდის – „კრედიტინფო“

121
სესხი 1

საქართველოში მსესხებლების 11,8%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან. „კრედიტინფოს“ 2023 წლის მაისის სტატისტიკას აქვეყნებს.

მათი ცნობით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 228 183 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 463 440 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, მაისის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 932 796 ადამიანს აქვს, ჯამში 40 106 806 146 ლარის მოცულობის.

მსესხებლების 82.7% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, მაისის მდგომარეობით, ბანკებიდან 36 487 196 387 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 599 006 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 7.9 %-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 126 340-ია.

სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 766 214 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 151 409 269 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 132 811 მსესხებელს უფიქსირდება.

კიდევ 22 406 ადამიანს კი, ჯამში 468 200 490 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 4 278 ადამიანს უფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები