LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია 

115
Untitled design (2)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და ცესკოს წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

თავდაპირველად კენჭი ეყარა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს, რომელსაც მხარი 22 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 33 დეპუტატი წავიდა.

მოგვიანებით კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი მმართველმა გუნდმა 78 ხმით 14-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ცნობისათვის, „სარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტის ნაცვლად, ცესკოს თავმჯდომარის და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე.

ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას.

ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრები 5 წლით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან.

უსუფაშვილი: „გამიჩნდა განცდა, რომ მეორე, რაც კიდევ გასაგზავნია კოსმოსში უცხო ცივილიზაციებისთვის, საარჩევნო კოდექსია, იმის საჩვენებლად, თუ რა ჭაობში ვფართხალებთ ახლა“