LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩოგბურთში მსოფლიო ჩემპიონები დასახელდნენ

34

ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარეი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონად აღიარა.

მარიმ 2016 წელს უიმბლდონთან ერთად რიოს ოლიმპიადაც მოიგო, წლის მიწურულს კი ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და კარიაერაში პირველად მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა.

ენდი მარეი: “მსოფლიო ჩემპიონად დასახელება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ბევრი დასამახსოვრებელი რამ გადამხდა თავს, კიდევ ერთი უიმბლდონი, ოლიმპიური ოქრო და წლის ბოლოს მსოფლიოს პირველი ჩოგანი გავხდი

ჩემს ჩემპიონობას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ის, რომ ჩემი ძმაც მსოფლიო ჩემპიონია წყვილთა შორის”.

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონად გერმანელი ანჟელიკა კერბერი დაასახელა, ხოლო წყვილთა შორის ჩემპიონის ტიტული ენდი მარის ძმას ჯეიმი მარეისა და ბრაზილიელ ბრუნო სოარესს ხვდათ წილად.

ეტლით მოსარგებლეთა ჩოგბურთში მსოფლიო ჩემპიონი შვედი სტეფან ოლსონი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები