რუსეთში ტრამვაი-კინოთეატრი ამუშავდა. ინოვაციური საზოგადოებრივი ტრანსპორტი დასაწყისისთვის ვლადიკავკაზის ქუჩებში გამოჩნდა. ვაგონი მთლიანად ფილმების საყურებლადაა მოწყობილი, სალონში დაამონტაჟეს უმაღლესი ხარისხის აუდიოსისტემა, უზარმაზარი ეკრანი და, რაღა თქმა უნდა, ძალიან კომფორტული სკამები. კინოსეანსზე დასასწრებად ბილეთების შეძენა ვაგონში ასვლის შემდეგაა შესაძლებელი.
რაც შეეხება მოძრავი კინოთეატრის ფილმებს, წარმოდგენილი იქნება როგორც მსოფლიო შედევრები, ასევე საბჭოთა კავშირის დროინდელი ნამუშევრებიც. ორგანიზატორები ტურისტებისთვის განსხვავებული პროგრამის შექმნას ფიქრობენ. აღსანიშნავია, რომ ტრამვაიში ფილმების ჩვენება ყოველდღე 19:00 საათზე დაიწყება.
Владикавказ, трамвай-кинотеатр pic.twitter.com/s16amzIaVf
— Arkadiy Gershman (@arkadiygershman) December 11, 2016