ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში ფერდობიდან ცენტრალური სარკინიგზო ლიანდაგზე ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მამაკაცს მაშველები მესამე დღეა ეძებდნენ.
ხარაგაულში, სოფელ მარელისში კაცს ეძებენ, რომელიც მეწყერში მოყვა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარს მეხანძრე-მაშველებმა, ძებნა-შველის დროს მიაკვლიეს:
„მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის საძიებო სამუშაოები დღისა და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი, საფრენი აპარატი დრონით აღჭურვილი კოორდინაციის სპეციალისტები, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების კინოლოგი, მაშველი ძაღლით და კრიმინალური პოლიცია“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.