LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფიო გორგოძე: ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ფაქტობრივად დასრულებულია – აღარ მოქმედებს არც ერთი კოვიდრეგულაცია, მათ შორის, დამატებითი სესიების შესახებ

156
fot (2)

ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ფაქტობრივად დასრულებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წელს არც ერთი კოვიდრეგულაცია არ იმოქმედებს.

„საგამოცდო პროცესისთვის მზადება ფაქტობრივად დასრულდა, ყველა საგამოცდო ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით, მზად არის აბიტურიენტების მისაღებად. ვფიქრობთ, აბიტურიენტებს კომფორტული და სასიამოვნო გარემო დახვდებათ იმისათვის, რომ თავიანთი ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინონ. ისღა დაგვრჩენია, რომ წარმატებები ვუსურვოთ, როგორც აბიტურიენტებს, ასევე, მაგისტრობისა და მასწავლებლობის მსურველებს.

წელს, აღარ მოქმედებს არც ერთი კოვიდრეგულაცია, მათ შორის, დამატებითი სესიების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუკი, აბიტურიენტი თავს კარგად ვერ გრძნობს, მაგრამ საგამოცდო სექტორში მოვა, მისთვის სარეზერვო სექტორი იქნება მზად და ყველა წესის დაცვით, მას ცალკე სექტორში დავსვამთ და იქ შეასრულებს ტესტს“, – განაცხადა გორგოძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები