ჩემპიონთა ლიგის მატჩები 2018/19 წლების სეზონიდან სხვადასხვა დროს დაიწყება.
მეორე მონიტორი საჭირო აღარ იქნება.
„2018 წლიდან დაწყებული ჩემპიონთა ლიგის მატჩების დაწყების ორი დრო გვექნება: ორი თამაში 19:00 საათზე და დანარჩენი ექვსი 21:00 საათზე ევროპული დროით. გულშემატკივრები უფრო მეტ მატჩს ნახავენ“, – განაცხადა უეფას გენერალურმა მდივანმა ჯორჯო მარკეტიმ.
ლიგის შეხვედრები ტრადიციულად ერთ დროს – ცენტრალური ევროპის დროით 20:45 საათზე იწყება (თბილისის დროით, გაზაფხულ-შემოდგომაზე 21:45 საათზე და შემოდგომა-გაზაფხულამდე 22:45 საათზე).
12 დეკემბერს, შუადღეს კი ჯერ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების წილისყრაა.