LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

64 წლის მადონა ნიუ-იორკის ქუჩებში, კლინიკაში გადაყვანამდე რამდენიმე საათით ადრე

272
page

ახლა მსოფლიო მედია პოპის დედოფლის, მადონას ჯანმრთელობის მდგომარეობას აქტიურად ადევნებს თვალს. 64 წლის არტისტი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, კლინიკაში მას ინტუბაცია ჩაუტარდა. მას სერიოზული ბაქტერიული ინფექცია განუვითარდა. როგორც მომღერლის მენეჯერი აცხადებს, ახლა მომღერალი  თავს ბევრად უკეთ გრძნობს, არტისტი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მკურნალობას აგრძელებს.

მადონას შეყვარებული საყვარელ ქალს ამხნევებს – ახალი დეტალები პოპის დედოფლის ჯანმრთელობის შესახებ

64 წლის მადონა უგონო მდგომარეობაში იპოვეს – პოპის დედოფალი საავადმყოფოშია

ახლახან გავრცელდა ფოტო, მადონა საავადმყოფოში გადაყვანამდე რამდენიმე საათით ადრე, ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობდა. მოგვიანებით კი ის „კარლ ლაგერფელდის“ ჩვენებას დაესწრო. ამ დღეს მადონა შავ ტანისამოსში იყო გამოწყობილი, მის „ლუქს“ შავი კეპი ასრულებდა.

ცნობისთვის, მადონამ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო თავისი საიუბილეო ტურნე დააპაუზა, რომელიც მომდევნო თვეში უნდა დაწყებულიყო.

მადონამ მორიგი „სათამაშო ბიჭი“ გამოაჩინა – 64 წლის „პოპის დედოფალი“ 29 წლის მოკრივეს ხვდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები