LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა გურგენიძის მეუღლე: „ჩემი საყვარელი ადამიანი სხვასაც მოსწონს, სხვა ქალებისთვისაც სასურველია, მაგრამ ვერ მივართვი, ლაშას ისე ვენდობი, როგორც საკუთარ თავს…“

475
თაკო მჭედლიშვილი

მსახიობ ლაშა გურგენიძის მეუღლე თაკო მჭედლიშვილი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს, ჰგვანან თუ არა იმ წყვილებს, რომლებსაც სოციალურ ქსელში განასახიერებენ:

„თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ არა. ამ ბოლო პერიოდში, ძირითადად, ეჭვიანი ცოლის როლში ვარ ხოლმე (იცინის). სინამდვილეში, ძალიან მშვიდი ვარ და ერთი შემთხვევაც კი არ მახსენდება, რომ ლაშაზე მეეჭვიანოს. ალბათ, ეს ლაშას დამსახურებაცაა, არ მაძლევს საბაბს. თუ ვინმე გამოიჩენს მის მიმართ ყურადღებას, კომპლიმენტს ეტყვის და ასე შემდეგ, არც ამის გამო ვეჭვიანობ. მე მგონია, რომ როცა ადამიანს ბოლომდე ენდობი, მისდამი სხვების მიერ გამოჩენილი ყურადღებაც არ გიქმნის პრობლემას. პირიქით, ეს ჩემთვისაც სასიამოვნოა. ესე იგი, ჩემი საყვარელი ადამიანი სხვასაც მოსწონს, სხვა ქალებისთვისაც სასურველია, მაგრამ ვერ მივართვი (იცინის). ლაშას ისე ვენდობი, როგორც საკუთარ თავს, ვიცი, რომ ძალიან ძვირფასი ვარ მისთვის, როგორც ისაა ჩემთვის და საერთოდ, ჩვენი სიყვარულია ორივესთვის ძალიან ძვირფასი. ამიტომ წამიერი გატაცებებით არ დავანგრევთ ამ გრძნობას. ლაშასგანაც არ მახსოვს რამეზე ეეჭვიანა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები