LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შეუძლია თუ არა კონტროლიორს უბილეთო მგზავრის ავტობუსიდან ჩამოყვანა? – ადვოკატის განმარტება

2791
BeFunky-collage - 2023-06-28T214125.351

შეუძლია თუ არა კონტროლიორს უბილეთო მგზავრის ავტობუსიდან ჩამოყვანა?, – აღნიშნულის შესახებ ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უბილეთოდ მგზავრობის საკითხი სპეციალური ჩანაწერით რეგულირდება. 130-ე მუხლი განმარტავს, რა თანხით დავჯარიმდებით თუ უბილეთოდ ვიმგზავრებთ, ან ბავშვებს ბილეთს არ ავუღებთ. ჯარიმების ოდენობა იმაზეა დამოკიდებული თუ რა ტრანსპორტით ვმგზავრობთ და ბავშვი რამდენი წლისაა.

საქალაქო ავტობუსები, მეტრო, თუ ტროლეიბუსი ადგილობრივი დაქვემდებარებისაა და საკრებულო განსაზღვრავს, როგორ უნდა განხორციელდეს უბილეთო მგზავრობის კონტროლი. ამ ტიპის ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობა ყველგან 20 ლარით ჯარიმდება და ბილეთის აღების ვალდებულება ტრანსპორტში ასვლისას გიჩნდებათ. აუცილებელია დაწყებისთანავე შეიძინოთ ბილეთი, ან ელექტრონულად გადაიხადოთ.

ჯარიმას ვერ გამოგიწერენ, თუ თქვენი იდენტიფიცირება არ მოხდა. კონტროლიორს არ აძლევთ პირადობას და მაგალითად, ეგნატე ნინოშვილად ეცნობით. ეს სცენა საკრებულოებმა წარმოიდგინეს და შემდეგი რამ მოიფიქრეს, რომ ასეთ შემთხვევაში კონტროლიორს არა თქვენი ტრანსპორტიდან ჩამოყვანის, არამედ პოლიციაში წაყვანის უფლებაც აქვს”, – საუბრობს ადვოკატი.

 

 

?უბილეთოთ მგზავრობისას შეუძლია თუ არა კონტროლიორს მგზავრის ავტობუსიდან ჩამოყვანა?

Posted by ვახტანგ მაჭავარიანის იურიდიული ოფისი on Monday, 26 June 2023

 

 

„მოხუცმა ქალმა ითამაშა ჩემს ემოციებზე, ტყუილი იკადრა 20 თეთრისთვის.. ძალიან მაწუხებს მომხდარი“ – ქალი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტროლიორმა 80 წლის მოხუცი დააჯარიმა, მიმართვას ავრცელებს

„გადაეცით ამ ქალბატონს, რომ პირადად მოვითხოვ საჯარო ბოდიშს“ – რა მიმართვას ავრცელებს კონტროლიორი, რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები