LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lexus სარკედ გადააქციეს: ძარაზე 42 000 შუქდიოდი დაიტანეს (ვიდეო)

63

კომპანია Lexus-მა სედანი IS წარმოადგინა, რომლის ძარაც 42 000 შუქდიოდით დაფარა. ამასთან, თითოეული მათგანის მართვა დამოუკიდებლად არის შესაძლებელი. ავტომობილი ბრიტანელი მომღერლის Dua Lipa-ს ვიდეორგოლისთვის ”Be the One” შექმნეს.

შუქდიოდური სედანი Lexus-ისა და მუსიკალური საიტის Vevo-ს ერთობლივი პროექტია. თითოეული შუქდიოდი ავტომობილზე ხელით დაიტანეს და ყველა მათგანი ერთ ზოლზე რომ დალაგდეს, მათი სიგრძე ნახევარ კილომეტრს მიაღწევდა.

შუქდიოდების საშუალებით ავტომობილი ეკრანად აქციეს, რომელსაც ფერადი ანიმირებული გამოსახულებისა და სხვადასხვა გრაფიკის ჩვენება შეუძლია. მთელი სისტემის სამართავად 20 პროცესორი გამოიყენება. ავტომობილ-ეკრანს მუშაობის სამი რეჟიმი აქვს: Attract, როდესაც რაიმე სურათი წრეზე ტრანსლირებს, Music Viz, როდესაც შუქდიოდები მუსიკის ტაქტს ყვებიან და Gesture, როდესაც ანიმაციის კონტროლი ჟესტების საშუალებით არის შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები